
მთელი ბავშვობა რომ დღეს ველოდებოდი, მგონი დღეს ის დღეა. რამდენიმენაირი შეგრძნება მაქვს: იმედგაცრუების, სიხარულის და ინტერესის.
იმედგაცრუების იმიტომ, რომ ვერ ვგრძნობ თავს დიდად ,სერიოზულად. მე4-მე5 კლასელ ჩემ თავს ეხლა შორიდან რომ ვუყურებ, წარმომიდგენია როგორი გაფართოებული თვალებით ვუყურებდი მე12 კლასელებს და როგორ ვნატრობდი ჩემს თავს იმათ ადგილზე. ეხლა იმავეს ვგრძნობ ხოლმე მაშინ, დაბალ კლასებში რომ შევდივარ, ბავშვები რომ ჩუმდებიან ან უარესი, მაშინვე მერხებთან რომ სხდებიან:დ მაშინ ვფიქრობდი ხოლმე, რომ მაგხელებს მასწავლებლები შენიშვნას არაფერზე აძლევენ, რომ შეუძლიათ დააგვიანონ, შატალოზე წავიდნენ, მანიკურებით იარონ (ეს განსაკუთრებით მწარედ მახსოვს:დ) გაკვეთილზე საშინელებები აკეთონ, წიგნების უმრავლესობა სახლში დატოვონ და ა.შ. ეხლა ვხვდები, რომ მასწავლებლები არაფერ შუაში არიან, 12 წელი ერთი და იმავეს მოსმენით შენ იღლები და უბრალოდ აღარ მოქმედებს. ჩემს ბავშვობაში 18 იმდენად დიდი რიცხვი იყო, რომ მეგონა სკოლაც დამთავრებული მექნებოდა, უნივერსიტეტიც და ჟურნალისტიც ვიქნებოდი, მაგრამ... #მიმინოშვილი #სიმწრისღიმილი

ამ წლების განმავლობაში ჩემმა ტვინმა 23563574ჯერ განიცადა ტრანსფორმაცია და ყოველ ჯერზე კიდევ უფრო უცხო ვუბრუნდები დედამიწას. ამ წლების განმავლობაში ბევრი და მნიშვნელოვანი თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი ადამიანი დავკარგე, მაგრამ კიდევ უფრო მეტი შევიძინე:) პრინციპში ერთი 23 თებერვლიდან მეორე 23 თებერვლამდე რასაც ნამდვილად ვგრძნობ ხოლმე ადამიანების და ისტორიების რაოდენობის გაზრდაა. მერე ერთ 23 თებერვალს იმედია წიგნის პრეზენტაციაზე მოხვალთ და ერთად შეკრებილ ადამიანებს და ისტორიებს რეალურ სივრცეში იხილავთ.

ყველა ადამიანი ალბათ ეძებს და სხვადასხვა ეტაპზე პოულობს დედამიწაზე იმ ხასიათს, რომელიც მისია და რომელსაც სიამოვნებით ატარებს მთელი ცხოვრება, როგორ პასუხისმგებლობასაც არ უნდა უკავშირდებოდეს ის. მიხარია, რომ მე 18 წლის ასაკში თუ ვერ ვიპოვე, ის მაინც გავიგე როგორი უნდა ვეძებო და სად.
პ.ს წინასწარ ვტკბები იმ მომენტით, სახლში რომ საარჩევნოდ იმ რაღაცას
მოიტანენ ჩემთვისაც:დ 'ანა'ს წაკითხვა სავარაუდოდ კიდევ ერთხელ გამიტყდება მაგრამ მაინც
:დ